weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის, ჩვენ ამას ვეთანხმებით – შს მინისტრი

16:46 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერებასა და ყველა სკოლასთან პატრულის ეკიპაჟების პატრულირებაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მთავრობის მთავარიამოცანაა მანდატურის სამსახური მაქსიმალურად ეფექტური გახდეს, მანამდე კი საპატრულო პოლიცია ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს.

დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლასთან, გაკვეთილების შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ.

„ყველა სკოლასთან პატრულის ეკიპაჟების პატრულირებადიდ რესურსს წაიღებს, მაგრამ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის თვლა დავიწყოთ. ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურების სამსახურების ეფექტურობის ზრდა. რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა. ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის სამსახურის ეფექტიანობას. იქამდე, ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ყველა რესურსს მოახმარს იმას, რომ უსაფრთხოების ზომები სკოლებში დაცულიიყოს.

გვესმის ხმა, როდესაც ჩვენი მოქალაქეეები ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენც ამას ვეთანხმებით. პოლიციის ადგილი სკოლაში არის მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც პოლიციამ უნდა იმუშაოს. სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი სამუშაო კომუნიკაცია აწყობილი შესაბამის უწყებებთან შს სამინისტროში“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა მანდატურის სამსახურის გაძლიერებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრულწლოვანი მოკლეს.

შს და განათლების მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელის ძირითადი ამოცანა  სკოლებში პრევენციული და საგანმანათლებლო  აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]