აპრილი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ქობულეთში 17 წლის ბიჭს ეძებენ

18:07 - 09 დეკემბერი 2017 hits 642

ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში მესამე დღეა 17 წლის ბავშვს ეძებენ. ოჯახის წევრებმა ბიჭი ბოლოს 7 დეკემბერს, სკოლაში წასვლამდე ნახეს, თუმცა ის სკოლაში არ მივიდა და არც სახლში დაბრუნებულა.

„მოსწავლე სკოლაში რომ არ გამოცხადდა, მის მშობლებს დავურეკეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ უკვე სკოლაში უნდა ყოფილიყო. როგორც აღმოჩნდა, იმ დილით, სწავლის დაწყებამდე, სოფლის სამარშრუტო ავტობუსს ქობულეთამდე გაჰყვა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება“, - უთხრა ბობოყვათის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ქათამაძემ აჭარის ტელევიზიას.

ოჯახმა ბავშვის გაუჩინარების შესახებპოლიციას 8 დეკემბერს შეატყობინა. დაკარგული ბიჭის მამა, ზორბეგ დოლიძე ვარაუდობს, რომ მისი შვილის გაუჩინარება შესაძლოა ინტერნეტთამაშს უკავშირდებოდეს. საუბარია თამაშ „ლურჯ ვეშაპზე“, რომლის ძირითადი მომხმარებლები არასრულწლოვნები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად ქართულ ონლაინ სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა. შსს-მ ამ საკითხზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი 12 წლის გოგონას შესახებ, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ თამაშში იყო ჩართული და თვითმკვლელობის მიზნით მე-5 სართულიდან გადახტა. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისში, 14 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადახტა. მოზარდის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ბავშვის თვითმკვლელობა ინტერნეტთამაშს უკავშირდება.

„ლურჯი ვეშაპი“გავრცელებული თამაშია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც, ბოლო დავალება კი თვითმკვლელობისკენ მოწოდებაა.

თუ დაკარგული ბავშვის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 558 39 17 69; 557 59 34 95; 557 93 11 31. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]