weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

19:05 კვირა, 10 დეკემბერი 2017
ბათუმში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა ფოტო © ერეკლე სიგუა, აჭარის ტელევიზია

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, დღეს, დაახლოებით 14:40 საათისთვის მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ექიმების თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

სოკარ ჯორჯია გაზის აჭარის ფილიალის დირექტორის დავით ლეკიშვილის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ბუნებრივი აირის დაგროვებას გამოეწვია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]