weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსთავში პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხნენ

19:18 კვირა, 10 დეკემბერი 2017

ქალაქ რუსთავში პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ და თავში არმატურა ჩაარტყეს. დაშავებული პოლიციელი ჯერ ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, თავდასხმამდე პოლიციელი სავარაუდო დამნაშავის დაკავებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შსს-ს განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]