weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თბილისში 38 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

18:56 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან 38 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლამდე რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მას სამი ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დამნაშავის ვინაობის დადგენისა და დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]