weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

23-24 დეკემბერს თბილისში ღვინის საახალწლო ბაზრობა გაიმართება

23:41 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

23-24 დეკემბერს, თბილისში, ღვინის N1 ქარხნის ძველ სარდაფებში ორ სართულზე ღვინის საახალწლო ბაზრობა გაიმართება (შესასვლელები: პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მხრიდან). ბაზრობა ორივე დღეს დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.

ბაზრობაზე სტუმრებს ქართული ღვინის კომპანიები და საოჯახო მარნები თავიანთ ღვინოებს შესთავაზებენ საახალწლო და საშობაო სუფრისთვის. წარმოდგენილი იქნება თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ცქრიალა ღვინოები, ასევე შემაგრებული ღვინოები.

ღვინის საახალწლო ბაზრობაზე 50-მდე ღვინის კომპანია და მცირე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან როგორც წამყვანი ქართული ღვინის დიდი კომპანიები, ისე საშუალო და მცირე მეღვინეობები და საოჯახო მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: მეღვინეობა ხარება, თბილღვინო, თელიანი ველი, მილდიანი, შატო ნეკრესი, ღვინის კომპანია შუმი, შილდა, ბადაგონი, ვახტანგ ბერუაშვილის მარანი "ვახტანგური", სესიაშვილის მარანი, ნათენაძის მარანი, მეღვინეობა ართანა, სიმონ ჩხეიძის მარანი, ჯაყელების ღვინო, ბუნებური, ალექსი ციხელიშვილის მარანი, შატო ხაშმი, Togonidze’s wine, ალექსანდრე დისტილერი, უსახელაური, დავით მიხელიძის მარანი, ღვინო კალამი, ღვარძელაშვილის მარანი, ძმების მარანი, ზედაშე, Union Wine Invest, საქველმოქმედო კავშირი თემი, ნოდარ ბაღაშვილის მარანი, მარანი სანავარდო. ღვინოსთან ერთად იქნება სხვა მაგარი სასმელიც, კომპანია Glassgo Geogia-ს ღვინის მინის ჭურჭელი, ტაბლა ნოვას ღვინის აქსესუარები და სხვა. ბაზრობაში მონაწილე მარნების რეგისტრაცია 15 დეკემბრამდე გრძელდება.

ღვინის საახალწლო ბაზრობაზე ქართული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი: ყველი (Cheese Corner), ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი, თხილი და სხვა გემრიელი საახალწლო ნუგბარი. ბაზრობაზე იქნება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც (არტმანი, ფოტია, ლორინა არტ, ნინო მისრიაშვილი, ხის აქსესუარები, ლიანა სახიაშვილი, თექა, Woodson Georgia).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]