weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ახალციხესა და ვალეში რეაბილიტირებული სკოლები გაიხსნა

00:55 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

სამცხე-ჯავახეთში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები გაიხსნა. ახალციხის სკოლა უკვე ოცდამეათეა, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით სრულად განახლდა და თანამედროვე ლაბორატორიით აღიჭურვა. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 54 მილიონი დოლარია, საქართველოს მასშტაბით სულ 100-მდე სკოლა განახლდება.

„როგორც ელჩისთვის, ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია, როდესაც ასეთ ცერემონიებში ვიღებ მონაწილეობას, რადგანაც ეს ეხება საქართველოს მომავალს. ამერიკის დახმარებით უკვე 30 სკოლა გარემონტდა და აღიჭურვა. კიდევ გეგმაშია 65 სკოლის რეაბილიტაცია. მე ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ინვესტიცია“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, რომელიც სკოლების გახსნის ღონისძიებას განათლების მინისტრთან ერთად დაესწრო.

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთი ათასამდე კვადრატულ მეტრს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000-მდე მოსწავლისთვის, ხოლო ვალეს საჯარო სკოლაში სრულად რეაბილიტირდა ორი ათას კვადრატულზე მეტი ფართი და 300 ზე მეტი მოსწავლე თანამედროვე გარემოში გააგრძელებს განათლების მიღებას.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის რემონტი 2016 წლის დასაწყისში დაიწყო. რეაბილიტაცია ცხრა თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 26 თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში პირველი სკოლიდან 100-მდე მოსწავლე სხვა სკოლებში გადავიდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. პარალელურად მიმდინარეობს 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]