weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუსთავში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

10:33 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები პირველი, მეოთხე და მეხუთე სართულების მცხოვრებლები არიან. წინასწარი ინფორმაციით, ზედა სართულებზე მცხოვრები ადამიანების დაღუპვის მიზეზი დაკვამლიანება გახდა.

ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის ჩასაქრობად 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მათ შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. 

„ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები.საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლეს“, - განაცხადეს შსს-ში. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]