weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახალციხეში პოლიციის მიერ ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ

17:01 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017
ახალციხეში პოლიციის მიერ ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის გუბერატორის ადმინისტრაციის შენობასთან დაახლოებით 50-მა მძღოლმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი პოლიციის მიერ, ორი-სამი თვის წინ, ხე-ტყის გადაზიდვის დროს ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ. მძღოლების განცხადებით, მათ ნაწილს ხე-ტყე კანონიერად გადაჰქონდა, თუმცა დატვირთული ავტომანქანები მაინც ჩამოართვეს და ფინანსური პოლიცია ამ დრომდე მათ დაბრუნებაზე უარს ამბობს.

აქციაში ახალციხის, ბორჯომის და ადიგენის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები მონაწილეობდნენ. 

„აუქციონზე მრგვალი მორი შევიძინე. ოფიციალურად დავხერხე და წამოვიღე. აბსოლუტურად ყველა საბუთი მქონდა. ადიგენის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გამაჩერა და საბუთები შემიმოწმა. ორი საათის განმავლობაში რაღაცას არკვევდენენ. ვერ გამცეს პასუხი, თუ რატომ ჩამომართვეს მანქანა. ერთი ბილეთი არის ატვირთული, მეორე არ ჩანსო. ბუღალტერი რომ შევიდა RS.ge-ზე, ყველაფერი ატვირთულია და ჩანს. ყველა საბუთი წარვადგინე, მაგრამ ვიღაცის დავალებით მაინც გამაჩერეს და ორი თვეა მანქანა საფინანსო პოლიციაშია“, - უთხრა ტელეკომპანია „მე-9 არხს“ ადიგენის მკვიდრმა ზაურ საგინაძემ. 

„პოლიციას დავალებული აქვს, რომ უნდა დაგიჭიროს. აქ ნახევარზე მეტს საბუთები გვაქვს. წესრიგი არ დაგვირღვევია და რატომ გვიჩერებენ მანქანებს, რატომ ტანჯავენ ამ ხალხს ჩვენთვის გაუგებარია. მე პირადად გამაჩერეს ერთი თვის წინ, ყველა საბუთი წარვუდგინე, მაგრამ მხედველობაში არ მიიღეს არაფერი“, - ამბობს ბორჯომის მკვიდრი ვასო აიწურაძე.

„2011 წელს 22 კბ.მ ფიცრით დატვირთული მანქანა დღესაც ფინანსურ პოლიციაში დგას. პასუხი არავის აქვს ვინ გამომართვა და ვინ უნდა დამიბრუნოს. მესამე თვეა იმ მანქანას მეორე მანქანაც მიუყენეს გვერდით. კანონის მთელი სიმკაცრით ვაგებ პასუხს თუ რამე შეცდომა მიპოვეს, მაგრამ თვითონაც არ იციან რას მედავებიან“, - განაცხადა ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში მცხოვრებმა დათო ცუცქირიძემ. 

აქციის სამ მონაწილეს რამდენიმე საათის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მძღოლებმა განაცხადეს, მაჭუტაძე მათ დაპირდა, რომ საოლქო პროკურორს შეხვდება და ჩამორთმეული ავტომანქანების საქმეს მსვლელობა მიეცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]