weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პოლიციამ საქართველოს ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავა

10:28 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორი მამაკაცი - 33 წლის ლ.ს. და 27 წლის გ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ლ.ს.-ს და გ.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]