weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იერუსალიმის საკითხზე კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს – მიხეილ ჯანელიძე

13:48 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, იერუსალიმის საკითხი სენსიტიური თემაა და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებენ.

დღეს, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის საგანგებო სესია გაიმართება, სადაც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი. რეზოლუცია ეწინაღმდეგება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას და ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვს.

ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაგანაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს წინააღმდეგ რეზოლუციას მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.

„ისინი [ქვეყნები] ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

გუშინვე, გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით დააკვირდება გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას. „მან მთხოვა, იმ ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ჩვენ მოვინიშნავთ ყველა ასეთ შემთხვევას“, – აღნიშნა ელჩმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რასაც პალესტინელების და ისლამური სახელმწიფოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. საგანგებოდ მოიწვიეს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) სამიტი, რომელმაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილება დაგემს საქართველოს მეზობელმა მუსლიმურმა სახელმწიფოებმა - აზერბაიჯანმა და თურქეთმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]