weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გიორგი ზედელაშვილი შს სამინისტროში დანამატს 1 წელში 40-ჯერ იღებდა

14:55 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, გიორგი ზედელაშვილის ანაზღაურება ერთ წელში 154 300 ლარს შეადგენდა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის ოდენობა თვეში 2950 ლარი იყო, მან სხვადასხვა დანამატები 40-ჯერ მიიღო, - სულ 118 900 ლარი.

გიორგი ზედელაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, პარალელურად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე იკავებდა, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველ მოადგილედ იქნა გადაყვანილი. 

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, გიორგი ზედელაშვილმა 2014 წლის განმავლობაში, შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, სადაც მისი ყოველთვიური სარგო 2950 ლარი იყო, ანაზღაურების სახით 154 300 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 12 858 ლარი

აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 35 40 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა - 118 900 ლარი, - სხვადასხვა სახის დანამატები იყო, რაც სარგოს ოდენობას 3.3-ჯერ აღემატება

გიორგი ზედელაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ნათესავია. მისი დედა თამარ ჯანყარაშვილი საგზაო-სამშენებლო კომპანია „სერპანტინის“ კაპიტალის 51 %-ის მფლობელია

შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მეუღლე ნატო ჩიქოვანი სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილეა. მისი წლიური ხელფასი 50 643 ლარია.

 

მსგავსი თემები:

არჩილ თალაკვაძემ შს სამინისტროში 1 წელსა და 8 თვეში დანამატი 67-ჯერ აიღო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ერთ წელში დანამატი 41-ჯერ აიღო

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო

კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო

ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო

ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო

თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]