weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში სამი პირი დააკავეს

15:32 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სამი პირი ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

ბრალდებულები 1971 წელს დაბადებული ე.მ., 1987 წელს დაბადებული ს.მ. და 1976 წელს დაბადებული ზ.ქ. არიან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.

„სამართალდამცველებმა, ზ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიციამ დაკავებულების მიერ გაყიდული 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 9 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „სირეცი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]