weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დავით ნარმანია და გოჩა შონია სემეკ-ის წევრებად აირჩიეს

17:48 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია 6 წლის ვადით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრად აირჩიეს. სემეკ-ის კიდევ ერთ წევრად დღესვე კომიისიის ყოფილი წევრი გოჩა შონია აირჩიეს. მათ კანდიდატურებს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სემეკ-ის წევრად დავით ნარმანიას წარდგენის თხოვნით მთავრობამ პრეზიდენტს 14 დეკემბერს მიმართა. დავით ნარმანია 2014-2017 წლებში თბილისის მერი იყო. 2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა; 2009-2012 წლებში კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი იყო.

რაც შეეხება გოჩა შონიას, ის 2011-2017 წლებში სემეკ-ის წევრი იყო, 2017 წელს კი – ამავე კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც არ ჰყავს მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო. კომისიის დაფინანსების წყაროა რეგულირების საფასური, ასევე გრანტები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წლიური გასამრჯელო 165 000 ლარია, კომისიის წევრის დაახლოებით 146 ათასი ლარი, რაც თვეში 12 ათას ლარს აღემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]