weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზაზა გაბუნია პარლამენტმა თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია

14:54 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახდა. მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. კომიტეტის თავმჯდომარედ  ზაზა გაბუნიას კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ზაზა გაბუნია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად N19 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს. 2014-2016 წლებში ის ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო. პარლამენტში ზაზა გაბუნია "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრია.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება საკანონმდებლო საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონული პოლიტიკის, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხებზე; ამასთან, აღნიშნულ საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]