weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2 ადამიანი დაჭრეს

11:22 კვირა, 24 დეკემბერი 2017

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მამა-შვილი, 39 და 19 წლის მამაკაცები დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„აჭარის ტელევიზიასთან“ ექიმმა რუსუდან ქამადაძემ აღნიშნა, რომ პაციენტებს ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლის და ბარძაყების არეში აქვთ. „პაციენტებს რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებათ. არცერთი მათგანი არ არის შემავალი და მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის“, - განაცხადა ექიმმა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]