weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დიდთოვლობის გამო სვანეთის სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

12:31 კვირა, 24 დეკემბერი 2017
დიდთოვლობის გამო სვანეთის სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ფოტო © თინა კუზანაშვილი

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა. თოვლის საფარმა 1,5 მეტრს გადააჭარბა. ჩაკეტილია გზები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მეორე დღეა სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ბეჩოში მესტიის მერის წარმომადგენლის რეზო ხორგუანის ინფორმაციით, ბალის ქედზე, სავარაუდოდ ელექტროგადამცემი ბოძები წაიქცა და გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ბეჩოს თემის 13 სოფელში ელექტროენერგიის გარეშე 300-მდე ოჯახია დარჩენილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება კალა-უშგულის სოფლებსაც.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სოფლები საწვავით მომარაგებულია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უცნობია, როდის აღუდგება მაღალმთიან სოფლებს ენერგომომარაგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]