weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გუდაურის გზაზე კილომეტრიანი რიგები დგას

12:00 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია. გზის გახსნის მოლოდინში გზაზე სატვირთო და მსუბუქი მანქანების რიგი რამდენიმე კილომეტრზე დგას.

ავტომობილების რიგი დუშეთის გადასახვევიდან იწყება და მლეთამდე გრძელდება. როგორც დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა განაცხადა, მგზავრებს საკვები და წყალი დაურიგდათ, რამდენიმე ადგილას განთავსდა ბიოტუალეტები, მობილიზებულია სასწრაფო დახმერების ბრიგადა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, უცნობია როდის აღდგება მოძრაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]