weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დაჭრილის მამა - სტრასბურგამდე ჩავალ და სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

17:52 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

"ამ წუთებში ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის. მას მძინარეს ესროლეს. მის შუბლში შემავალი ტყვია თავშია გასული და ოთახის კედელი აქვს გახვრეტილი. დღეს მე მეზიზღება საკუთარი თავიც, ხელისუფლებაც და საქართველოც. ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა წეღან, "ტერორისტებს ისინი თვითონ ქმნიანო". დიახ, დღეს ჩემი თავი ნამდვილად გამომყავს ტერორისტად იქამდე მიმიყვანეს", - განაცხადა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ხეობაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

ხეობის მცხოვრებლებმა პანკისში ადამიანების დაკავების ფორმა და ხეობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.  

"ამ ინციდენტმა მთელი პანკისის ხეობა, ქისტობა დაამწუხრა როგორც არასდროს. ეს ხელისუფლების უმოქმედობის, უუნარობის შედეგია, ამან მოიყვანა ეს ყველაფერი აქამდე. ჩემ შვილს, რომელიც დღეს სიკვდილს ებრძვის, მეორე სახელიც დაარქვეს - "ტერორისტი". მესამე, ყველაზე უარესი - აიღო რაღაცა, ჩააგდო და მერე დააბრალო, რომ ხელყუმბარით წინააღმდეგობის გაწევას აპირებდა", - აღნიშნა მალხაზ მაცალიკაშვილმა.

მისივე თქმით, ის აპირებს ყველა სამართლებრივ გზას მიმართოს უფლებების დასაცავად:

"ამ ინციდენტის გარშემო რაც ხდება, ამ სიმართლით სტრასბურგამდე ჩავალ, მთელ მსოფლიოს მოვივლი და ამას დავამტკიცებ. ნუ ჰგონია საქართველოს მთავრობას, ხელისუფლებას რომ ეს შერჩება".

პანკისის ხეობაში დღეს გამართუილ შეკრებას ათასამდე ადამიანი დაესწრო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისსა და პანკისში 5 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს. დაჭრილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]