weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს დაარღვია თუ არა კანონი შსს-მ

18:00 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს, დაარღვია თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონი სოფელ ქისტაურში მცხოვრები 31 წლის თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაციის გავრცელების დღესვე დაიწყო საკითხის შესწავლა. დაგეგმილია ინსპექტირება, რომლის ფარგლებში დეტალურად იქნება გამოკვლეული დიაგნოზის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძვლები, მიზანი, ასევე კანონით დადგენილი პრინციპების დაცულობა. სამართლებრივ შეფასებას ინსპექტორის აპარატი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო დიაგნოზი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. კანონი ამ ტიპის ინფორმაციის დაცვისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს და დაუშვებლად მიიჩნევს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროებას პირის თანხმობის გარეშე“, – განაცხადეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში.

სოფელ ქისტაურში მცხოვრები თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 22 დეკემბერს, დილით მას შემდეგ გაუარესდა, რაც ხოსიაშვილების სახლში ათამდე შეიარაღებული პოლიციელი შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. "პოლიციელები სახლის მეორე სართულზეც იყვნენ ასულები, სადაც ჩემი ძმა, რძალი და 1 წლის ბავშვი ცხოვრობენ. ისინიც წამოყარეს და იქაც ეძებდნენ. ჩემი რძალი შიშისგან ავად გახდა, დავარდა და ფეხზე ვეღარ ადგა. ბავშვი ტიროდა. ვიდრე ჩვენ რძლის მოსულიერებას ვცდილობდით, პოლიციელები იცინოდნენ. ამბობდნენ, რომ ჩემი რძალი ავადმყოფობას იგონებდა", - განაცხადა დავით ხოსიაშვილმა.

შსს-მ ჩატარებული ჩხრეკის ვიდეომასალის ფრაგმენტები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ  ქალის ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია მძიმე დაავადებით (სამინისტრო ასახელებს დაავადებას და დიაგნოზს) რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, კომატოზური მდგომარეობით და ამას ჩხრეკასთან კავშირი არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]