weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მესტიაში საკრებულოს წევრის მკვლელობის გამო საახალწლო ღონისძიებები გადაიდო

13:15 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017

მესტიაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის გამო, საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს აღარ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო.

მერიის განცხადებით, დატრიალებული ტრაგედიის გამო, დაბა მესტიაში, საახალწლო კონცერტი და მარხილით ტრადიციული მსვლელობა 31 დეკემბრის ნაცვლად ჩატარდება 2018 წლის 7 იანვარს.

საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანს 25 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ნიგურიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ბიძაშვილია. მოკლულის ახლობლების განცხადებით, მეზობლებს შორის დაპირისპირების გამწვავების მიზეზი ეჭვმიტანილის ეზოში თოვლის გადაყრა გახდა.

31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები არც მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიმართება. ღონისძიებები ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 21 წლის სალომე გალდავას გარდაცვალების გამო გადაიდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]