weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ყაჩაღობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

14:44 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

რიზეში ყაჩაღობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს. გამოცემა „მილიეთის“ ინფორმაციით, უსაფრთხოების დეპარტამენტის რიზეს სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები: გ. მ. და მ. ფ. და უკრაინის მოქალაქე ვ. გ. გადაადგილდებოდნენ.

მიკროავტობუსის გაჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა 28 600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა და 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა ქალაქ სამსუნში სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააყაჩაღეს.

საქმე ქალაქ სამსუნის სასამართლომ განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მ.ფ. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო გ.შ. და ვ.გ.-ს პატიმრობა მიესაჯათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]