weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

Wizz Air-ის თვითმფრინავს მეხი დაეცა

16:16 შაბათი, 30 დეკემბერი 2017

კომპანია Wizz Air-ის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც რეისს ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ასრულებდა, მეხი დაეცა. თვითმფრინავი ავარიულად ბულგარეთში, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მეხის დაცემის შედეგად ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან. ისინი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ბულგარეთში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მგზავრები ავტობუსებით სალონიკამდე გადაჰყავთ.

ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექტირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.

„ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაგვიანებით შესრულდება დღეს, 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები“, - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]