weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მშობელი მე ვარ, მე დამარწმუნეთ, რომ ჩემი შვილი გარეული იყო - მალხაზ მაჩალიკაშვილი

22:34 კვირა, 31 დეკემბერი 2017

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა პანკისის უხეუცესთა საბჭოს წევრების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს იოსებ გოგაშვილსა და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის შორის 29 დეკემბერს გამართულ შეხვედრას.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ის არ ენდობა გამოძიებას, ასევე იმ უხუცესებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ტერორიზმთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირში.

„რაც მაგათ მიაწოდეს, ის დამონტაჟებული იქნება. ესენი, რასაც უშიშროება და სუს-ი იძახის, იმას იმეორებენ. ისინი ერთობლივად მუშაობენ. რაც შეეხება რუსეთის საელჩოს აფეთქებას, ჩემს შვილს რაში სჭირდებოდა რუსეთის საელჩოაფეთქება ან მასში მონაწილეობა. ერთი წელი არ არის, რაც საზოგადოებაში გამოვიდა. თვალებზე ოპერაცია გაიკეთა და მის მერე გამოვიდა. მანამდე სულ სახლში იყო ჩაკეტილი. სახლიდან თანხაა ამოღებული. ჩემი უმცროსი გოგო ევროპაშია, გერმანიაში, უკვე ხუთი წელია. ამ ერთი თვის წინ ჩემი უფროსი გოგო ჩავიდა გერმანიაში თავის დასთან. მის მიერ შეგროვილი თანხა ჩამოიტანა თბილისში, რომ იქ ეყიდა ბინა და ეს თანხა არის ამოღებული. არ რცხვენიათ? ნამუსი აღარ არის.

ერთ-ერთი უხუცესი რომ იძახის, უმწეო ბავშვი ჩაითრიესო, არ ჩაუთრევიათ ჩემი ბავშვი არსად. მომაწოდეთ, მშობელი მე ვარ. მომაწოდეთ, აგერ, აქ არის შენი შვილის ჩანაწერი, აქ არის შენი შვილის დანარეკი, აქ არის შენი შვილის ბანკის შოტიდა ამოვისუნთქებ. სიკვდილს ხომ ებრძვის, ვიტყვი, რომ ახი ყოფილა, მომაწოდეთ ეს ყველაფერი.

არ არის ჩემი შვილი გარეული ამ რაღაცაში. ამას ასე არ დავტოვებ,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა და 5 პირი დააკავა. სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. სუს-ის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ახალგაზრდას მისივე საძინებელ ოთახში შესვლისთანავე, მძინარეს ესროლეს. ოჯახი დაჭრის ფაქტის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით პანკისის ხეობაში ხალხმრავალი საპროტესტო აქციაც გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]