weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გომარდულში ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა

11:29 ორშაბათი, 01 იანვარი 2018

აჭარაში, კურორტ გომარდულში ზამთრის ტურისტული სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, კურორტი გომარდული განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და სულ მალე ოთხივე სეზონის პოპულარული ტურისტული დანიშნულება გახდება.

„მინდა პირველ რიგში ახალი წელი მივულოცო აჭარის მთის კურორტიდან სრულიად საქართველოს. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რადგან აჭარა უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს როგორც ოთხივე სეზონის დანიშნულება, როგორც ზამთრის კურორტებით გამორჩეული ადგილი. დღეს უკვე კურორტ „გომარდულიდან“ ვულოცავ ჩემს ხალხს კიდევ ერთ წარმატებას და ვუსურვებ პოზიტიური სიახლეებით სავსე 2018 წელს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კურორტ გომარდულში ამ ეტაპზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ერჯერადად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქვეა 80 ადამიანზე გათვლილი 10  საოჯახო-სასტუმრო სახლიც. სეზონისთვის, კურორტზე არსებულ კოტეჯებში სრულად შეიცვალა წყლისა და გათბობის სისტემები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტამდე მისასვლელ გზას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]