იანვარი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

ჩხოროწყუში მამაკაცმა შვილი მოკლა, ცოლი კი დაჭრა

12:32 - 08 იანვარი 2018 hits 167

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამაკაცმა 37 წლის შვილი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. შემთხვევა 7 დეკემბერს, საღამოს მოხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლ-შვილს ჭრილობები ნაჯახით მიაყენა.

სასწრაფო დამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი დედა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყავანა, თუმცა შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.

„ორივეს ჰქონდათ ბასრი საგნით მიყენებული ნაჩეხი ჭრილობები თავის და ბარძაყის არეში. ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქალს კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მკურნალობენ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - განაცხადა საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის განყოფილების გამგემ, მაკა მალანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი