weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცემეს

21:24 ორშაბათი, 08 იანვარი 2018

გორში, რესტორან „ნაჭარმაგევში“ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი კაპანაძე ცემეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება 7 იანვარს მოხდა.

გიორგი კაპანაძე რესტორანში მეუღლესთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ცეკვის დროს, რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა დაარტყა, რის შემდეგაც ინციდენტი ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. qartli.ge იუწყება, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირება გიორგი კაპანაძის მიერ გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს უკავშირდება.

კლინიკა „გორმედის“ ექიმის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, გიორგი კაპანაძეს ყბა აქვს მოტეხილი. მისივე თქმით, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტი სახლში გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]