ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

10:08 - 10 იანვარი 2018 hits 1512

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დღეს, გამთენიისას გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც ოფიციალური უარი გუშინ მიიღეს. ამის შემდეგ პაციენტის თურქეთში, კლინიკა „კოჩ-ჰოსპიტალში“ გადაყვანა იგეგმებოდა.

2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრა. ის თავდაპირველად თელავის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, სადაც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, 28 დეკემბერს კი თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს. მათ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან - ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

2018 წლის 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც მათი ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები - შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, გასაჯაროებული კადრები არ ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს ტერორიზმთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]