weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რომელი პოლიციის უფროსები იღებენ ყველაზე მეტ ხელფასს და დანამატებს

19:55 ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო დეპარტამენტებში 2016 წელს ყველაზე მეტი ანაზღაურება კახეთის პოლიციის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბუბუნაურმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დირექტორმა გურამ ზესაშვილმა მიიღეს - თითოეულმა 78 936 ლარი, საიდანაც 29 880 ლარი თანამდებობრივი სარგოა, 49 056 ლარი კი სხვადასხვა დანამატები.

იმავე პერიოდში 75 775 ლარი მიიღო აჭარის ა/რ პოლიციის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა. 74 428 ლარი მიიღო ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა კახაბერ მურადაშვილმა, 74 399 ლარი კი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის უფროსმა დიმიტრი ზურაბიშვილმა

61 696 ლარი იყო აფხაზეთის ა/რ პოლიციის უფროსის ანზორ მარგიანის წლიური ანაზღაურება, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ კი 60 000 ლარი მიიღო. 

რაც შეეხება შსს-ს სხვა რეგიონული დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, მათ სრული კალენდარული წლის დეკლარაციები ჯერ არ წარუდგენიათ. 

შს სამინისტროს საშტატო ნუსხის თანახმად, სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 495 ლარია , რაც წელიწადში 29 880 ლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ პოლიციის რაიონული სამმართველოების უფროსების ანაზღაურება მნიშვნელოვნად ნაკლებია, - ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში იგი საშუალოდ წელიწადში 24 000 ლარიდან 36 000 ლარამდე მერყეობს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]