weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დიანა ღურწკაია და ლეო ბოკერია პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებად დასახელდნენ

15:12 პარასკევი, 12 იანვარი 2018

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა. პუტინი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 18 მარტს გაიმართება.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის მოხვდნენ წარმოშობით ქართველი ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე და მომღერალი დიანა ღურწკაია, კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, ტელეწამყვანები ლეონიდ იაკუბოვიჩი და ალექსანდრე მასლიაკოვი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო, პოლინა გაგარინა და სხვები.

პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის ელენა შმელევას განცხადებით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს.

ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს 600-მდე ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნოს. ნდობით აღჭურვილ პირები კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევიან. 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს პუტინის სიაში 499 ადამიანი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]