სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ორსულ ცოლზე ძალადობის ბრალდებით რუსთავში 26 წლის მამაკაცი დააკავეს

11:31 - 13 იანვარი 2018 hits 734

სამართალდამცველებმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით რუსთავში 26 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა რ.თ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს - 19 წლის თ.გ.-ს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

საქმეზე გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს 29 დეკემბრამდე ქვემო ქართლში ოჯახური ძალადობის დროს 2 ადამიანი მოკლეს, 4-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, სხვადასხვა სახის ოჯახური ძალადობის 203 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც სისხლის სამართლებრივი დევნა 167 შემთხვევაში დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]