იანვარი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

კახა კალაძე - ჩემი ხელფასი იქნება 3180 ლარი, მოადგილეების 6150 ლარი

17:27 - 13 იანვარი 2018 hits 4455

კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ხელფასი და ყოველთვიური დანამატი გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო.

„საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. „ფეისბუქი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გთხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე - იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა იმ თანამდებობრივ სარგოებზე, რომლებსაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ.

„წარმოგიდგენთ გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი - ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, სევდია უგრეხელიძე, მისი წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო თვეში საშუალოდ - 7437 ლარი. შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა - 101 336 ლარი, თვიური საშუალო - 8445 ლარი. დავით ნარმანიას მერობის პირობებში მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად იყო 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დახლოებით - 3180 ლარი. მისი მოადგილე ლაშა აბაშიძის შემთხვევაში წლიური - 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა - 6123 ლარი“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პირობებში მერის წლიური ხელფასი - 38 160 ლარი იქნება, თვეში - 3180 ლარი; ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე წლიურად - 75 600 ლარი, თვიურად - 6 300 ლარი; დანარჩენი მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი წლიური - 73 800 ლარი, თვეში საშუალოდ - 6150 ლარი.

„მინდა რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც რა თქმა უნდა, დააზიანებს თბილისის მერს, პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს და ზოგადად, ცუდი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი