weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მარნეულში მატარებლის დაჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა

15:19 პარასკევი, 19 იანვარი 2018

მარნეულში, მატარებლის დაჯახების შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა. რადიო მარნეულის ინფორმაციით, სარკინიგზო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მე-7 კლასის მოსწავლე სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, შორენა ხუხუას თქმით, ბიჭი მეორე სმენაში სწავლობდა. მან სკოლის ტერიტორია გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 18:20 საათზე დატოვა. თვითმხილველების თქმით, ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, რის გამოც მოახლოებული მატარებლის ხმა ვერ გაიგო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]