weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გუდაურის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16:19 პარასკევი, 19 იანვარი 2018

მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთი, სადაც გუშინ საღამოს შემდეგ ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო, გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა კვლავ აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. აქ გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა და შესაძლოა გზა ხვალამდე არ გაიხსნას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროება ნარჩუნდება.

"დღეისთვის უფრო პრიორიტეტული მლეთა-გუდაურის მონაკვეთი იყო. გზის ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ სპეციალისტები გუდაური-კობის მონაკვეთზე დაიწყებენ მუშაობას. ხვალ დილიდან, საავტომობილოი გზების დეპარტამენტთან ერთად ალბათ განვახორციელებთ გზის გაწმენდას", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა ვაჟა საბაურმა.

მისივე თქმით საავტომობილო გზებზე, სადაც ზვავსაშიშროებაა, 24 საათიანი მონიტორინგი ხორციელდება.

რაც შეეხება, დარიალის ხეობას, გზის ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. დაწესებული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]