weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბათუმში 50 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს

11:04 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. მას მუცლის არეში ოთხი ჭრილობა აქვს, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ამ დროისთვის ის კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე დაჭრილის ნათესავია.

პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]