weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ოზურგეთში სკოლის მოსწავლეს პნევმატური იარაღი აღმოაჩნდა

16:22 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეს მანდატურმა პნევმატური იარაღი უპოვა. სკოლის დირექტორის ფატი სიორიძის ინფორმაციით, შემთხვევა 22 იანვარს მოხდა.

„სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-10 კლასის მოსწავლეს სკოლის მანდატურმა შენიშნა უცხო ნივთი, ჩამოართვა, გამოიძახა მშობელი და მისი თანდასწრებით განხორციელდა შესაბამისი ქმედებები“, - ამბობს ფატი სიორიძე.

მე-10 კლასის დამრიგებლის რუსუდან კურდღელაშვილის თქმით, 22 იანვარს მოსწავლე სკოლაში არ იყო და მას უცხო ნივთი გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლის ტერიტორიაზე უპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]