weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თურქმა ბიზნესმენებმა აუქციონზე თბილისში 15 272 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს

16:55 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

თურქეთის მოქალაქეების კუთვნილმა კომპანიამ „იონფაშ ჯორჯია“ აუქციონზე უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ქ. თბილისში, დიდგორის ქუჩაზე მდებარე 15 272 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 505 000 ლარად შეიძინა. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება საინვესტიციო ვალდებულებებს არ შეიცავს.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ დიდგორის ქუჩის №64-ში მდებარე არასასოფლო მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2018 წლის 9 იანვარს დაიწყო და 23 იანვარს დასრულდა. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - შპს „იონფაშ ჯორჯია“ (ს/კ - 200271721) მონაწილეობდა, რომელმაც ქონება საწყის ფასად (ერთი ბიჯის დამატებით) – 1 505 000 ლარად შეიძინა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „იონფაშ ჯორჯია“ 2009 წლის 20 მარტს დარეგისტრირდა. 2015 წლის ივლისში მასთან კომპანია „საავეჯო - ბამბუკის ფაბრიკის“ შერწმა განხორციელდა. 

კომპანიის მფლობელები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ჰილმი დერინელი (50 %), უფუქ დერინელი (23 %), ადემ დერინელი (22 %) და მერთ იუმუშაქერი (5 %) არიან

კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში რაიმე საინვესტიციო ვალდებულებები გათვალისწინებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]