weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სიღნაღში ხანძრის შედეგად 78 წლის მამაკაცი დაიღუპა

10:34 პარასკევი, 26 იანვარი 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 78 წლის მამაკაცი დაიღუპა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სხვენში საკვამურიდან გაჩნდა. სოფელ ბოდბეში მერის წარმომადგენლის, ალექსანდრე კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, მოხუცი მარტო ცხოვრობდა.

„საღამოს დაახლოებით 8 საათზე ცეცხლი მეზობლებმა შეამჩნიეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მოხუცი ძველებურ სახლში ცხოვრობდა და ბუხარი ენთო. ცეცხლი სავარაუდოდ საკვამურიდან გავრცელდა, კვამლი დატრიალდა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, მძინარე მოხუცი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ ის იყო. მისი შვილი თბილისში მუშაობს“, - ამბობს ალექსანდრე კოჭლამაზაშვილი.

ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ორი საათის განმავლობაში ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]