weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელების ხელფასი 2-ჯერ გაიზარდა

18:05 ორშაბათი, 29 იანვარი 2018

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ეკატერინე ქარდავას ხელფასი 2950 ლარიდან 6200 ლარამდე, მისი მოადგილეების მაია დვალიშვილისა და თემურ ჩიხრაძისა კი 2250 ლარიდან 4400 ლარამდე გაიზარდა. სამსახურის ხელმძღვანელებისთვის მომატებული ხელფასის დარიცხვა 1 იანვრიდან მოხდება.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №26 დადგენილების თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროს 5 დეპარტამენტის უფროსის ხელფასი, 2000 ლარიდან 2800 ლარამდე გაიზარდა. 

უმნიშვნელოდ გაიზარდა ბიუროში დასაქმებული სხვა მოხელეების ანაზღაურება. კერძოდ, ბიუროს მთავარი სპეციალისტების ხელფასი, 1650 ლარის ნაცვლად 1700 ლარი, ზოგიერთ დეპარტამენტში კი 1800 ლარი გახდა. უფროსი სპეციალისტებისა, 1250 ლარის ნაცვლად, ერთ დეპარტამენტში 1300 ლარი, სამ დეპარტამენტში - 1400 ლარი, ხოლო ერთ დეპარტამენტში 1500 ლარი იქნება. 

ბიუროს რიგითი სპეციალისტები, ცალკეული დეპარტამენტების მიხედვით, 800 ლარის მაგიერ 900-დან 1000 ლარამდე ხელფასს მიიღებენ. 

საშტატო ნუსხის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროში სულ 36 მოხელეა დასაქმებული. მათ ხელფასებზე ყოველთვიურად 68 100 ლარი, ანუ წელიწადში 817 200 ლარი დაიხარჯება.                                          

 

მსგავსი თემები:

დაზვერვის სამსახურში მაღალჩინოსნების ხელფასები გაორმაგდა

სუს-ის მაღალჩინოსნების ხელფასი 2.5-ჯერ გაიზარდა

პროკურატურაში ხელფასები გაიზარდა

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]