weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

10:56 სამშაბათი, 30 იანვარი 2018

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ „ვარკეთილის“ სადგურის რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მეტროში განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

 

ამ თემზე:

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]