weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულებს 4 წლით პატიმრობა მიესაჯათ

15:40 ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018
რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულებს 4 წლით პატიმრობა მიესაჯათ ფოტო © რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებულ საქართველოს ორ მოქალაქეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ირაკლი ა.-მ და ლევან ა.-მ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ნიგერიის მოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ირაკლი ა. და ლევან ა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივ დისკრიმინაციაში, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვაში, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

„სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც არსებითად ხელყო მათი უფლებები. იმავე დღეს, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ ლევან ა.-მ ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ფერადკანიან პირებს“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს განმარტებით, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]