weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გურჯაანის პოლიციის უფროსი შოთა მოსულიშვილი გაათავისუფლეს

16:38 შაბათი, 03 თებერვალი 2018

შს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსი შოთა მოსულიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას 41 წლის თამაზ თამაზაშვილი შეცვლის.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ კახეთის რეგიონში საკადრო ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა. მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მუშაობას შოთა მოსულიშვილი.

მოსულიშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა, მანამდე ის გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. შოთა მოსულიშვილს ცემაში ადანაშაულებდა ლადი ელიკაშვილი, რომელიც 2015 წლის 29 ოქტომბერს სამართალდამცავებმა პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფის მოტივით დააკავეს. მისი თქმით, გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტში პოლიციის მაშინდელი უფროსი გიორგი კრაწაშვილი და მისი მოადგილეები შოთა მოსულიშვილი და გიორგი დარეჯანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდნენ. 19 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში ქალა ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით იყო მოთავსებული. დაზარალებული ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა სინამდვილეში მისი სიძისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით დააკავეს და სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

შენიშვნა: მასალის გამოქვეყნების შემდეგ „რეგინფოს“ შსს-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შოთა მოსულიშვილი ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]