weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თურქეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს

12:34 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. თურქული მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და მიიმალნენ.  

პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ი.ნ.-მ და 43 წლის პ.ქ.-მ 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი ლეპტოპი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები მოიპარეს.

საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. ისინი იზმირის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მოპარული საქონელი ამოიღეს და დაზარალებულებს გადასცეს.

დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ისინი სამსუნის ციხეში არიან მოთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]