weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტაბახმელის ტყეში სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს

17:27 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

„რეგინფოს“ ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაურის, 31 წლის თემურ სულიაშვილის ცხედარი დაბა ტაბახმელას ტყეში იპოვეს. ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 8 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდამ თავი მოიკლა.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თემურ სულიაშვილის ოჯახის წევრმა პოლიციას 28 იანვარს მიმართა და განაცხადა, რომ თემურ სულიაშვილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

სამინისტროს განცხადებით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ, თემურ სულიაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სახის ძებნის ღონისძიებები ჩაატარა, გადამოწმდა საავადმყოფოები, დაკარგული პირის შესახებ ინფორმაცია დაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ოპერატიულ დანაყოფს, შეიქმნა სამძებრო საქმე.

3 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, მაშველებთან ერთად,  დაათვალიერეს დაბა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა სასწავლებელის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი.

4 თებერვალს დაბა ტაბახმელის ტყეში,  მოქალაქემ,  რომელიც ცხვრის ფარას მწყემსავდა,  თემურ სულიაშვილი გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-6 განყოფილება გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემურ სულიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის, დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში გადაასვენეს. ოჯახის წევრები ამ დროისთვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ თემურ სულიაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მას სამსახურში პრობლემები ჰქონდა და საქართველოდან წასვლა სურდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროდან კომენტარის მოპოვება ვერ შევძელით.

თემურ სულიაშვილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]