weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მთავრობა Amazon-ის მსგავსი პლატფორმის შექმნას გეგმავს

18:20 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმის შექმნა დააანონსა, რომელიც საქართველოს ფოსტის ბაზაზე მაისიდან ამოქმედდება. ქუმსიშვილის განცხადებით, მოსახლეობა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესი, შეძლებს პროდუქცია და მომსახურება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შეუკვეთოს ან გაყიდოს, ხოლო საქართველოს ფოსტა მიწოდებას უზრუნველყოფს.

„არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ შეცვალეს ელექტრონული კომერციის სხვადასხვა კომპანიებმა მომხმარებელთა სავაჭრო კულტურა და ქცევა და დღეს ეს კომპანიები მსოფლიო გიგანტებად არიან წარმოდგენილები, მაგალითად ebay.com, amazon.com, Alibaba და ა.შ. მარტო 2017 წლის 11 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში ჩინური პლატფორმის „ალიბაბას“ ონლაინ მაღაზიაში გაიყიდა 25.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ელექტრონული კომერცია, ერთი მხრივ, ბიზნესს უადვილებს, გაყიდოს საკუთარი პროდუქცია გლობალური მასშტაბით, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს აძლევს ფართო და კონკურენტულ არჩევანს,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

მისივე თქმით, ელექტრონული კომერციის განვითარება შეუძლებელია ფოსტის გამართული მუშაობის გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის სრულყოფილი ამოქმედება, რომელიც ამჟამად საქართველოს ფოსტას აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]