weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში მშენებლობიდან 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

14:54 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

თბილისში, ნონო ჟვანია ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მამაკაცი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ბოლო 2 თვეში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც საწარმოო პროცესის დროს ადამიანი დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

2017 წლის ბოლოს საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სამუშაო ადგილზე ადამიანების დაღუპვის მაჩვენებელი საქართველოში შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2013–2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. 2017 წლის მხოლოდ I ნახევარში დაიღუპა 18 ადამიანი და დაშავდა 34.

2017 წლის 1 ივნისს პარლამენტშიშრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი იქნა ინიცირებული, თუმცა კანონპროექტი მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. სახალხო დამცველის განცხადებით პროცესების ასეთ რეჟიმში წარმართვა მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოება ჯერ კიდევ ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში.კანონპროექტის მიხედვით, მისი ამოქმედება მიღებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]