თებერვალი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

ზუგდიდის მერიამ ქალაქში პირუტყვის გამოჩენის გამო მეპატრონეები დააჯარიმა

00:12 - 10 თებერვალი 2018 hits 168

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მსხვილფეხა პირუტყვის 7 მეპატრონე 50-50 ლარით დააჯარიმა. ახალი რეგულაციები, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე დაფიქსირებული პირუტყვის მეპატრონის დაჯარიმებას ითვალისწინებს, 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდა.

მერიის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე პირუტყვის დაფიქსირების შემთხვევაში მას სპეციალურ ადგილზე გადაიყვანენ, რის გამოც პირუტყვის დაბრუნებისას მეპატრონეს 100 ლარის გადახდა მოუწევს. პირუტყვის დღიური მოვლა-პატრონობა მერიამ 50 ლარით განსაზღვრა. ჯარიმის გადახდის ვადა ხუთი დღეა. მერიაში აცხადებენ, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში პირუტყვს სარეალიზაციოდ გადაიყვანენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]