სექტემბერი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

10:45 - 13 თებერვალი 2018 hits 623

ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში დაკავებული პირები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, მათთვის მიცემული ვადა საკმარისი არ იყო გამოძიების დასასრულებლად, რის გამოც წინასასამრთლო სხდომის თარიღის გადაწევაზე იშუამდგომლეს.  

„ჩადენილი დანაშაულის სირთულიდან და საქმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, თუმცა მოცემული ვადა გამოძიების სრულად ამოწურვისთვის არ იყო საკმარისი და შესაბამისად, მივმართეთ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის თარიღის გადაწევის შესახებ,“- აღნიშნა ნანა ხუნჯუამ.

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული პირების წინასასამართლო სხდომა 22 მარტს გაიმართება.

ადვოკატები ბრალდებულებისთვის საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. ადვოკატი იმედა ქარქაშაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შოაიფ ბორზიევი ციხეში უკანონოდ იმყოფება.

"მიგვაჩნია, რომ ამ ვადაში სრულად უნდა ჩატარებულიყო გამოძიება. უნდა მოეპოვებინათ ყველა მტკიცებულება თუკი რამე იყო მოსაპოვებელი. ეს უფრო ჰგავს ვადის გაჭიანურებას და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს ხალხი უკანონო პატიმრობაშიც იყოს", - განაცხადა ქარქაშაძემ.

შოაიფ ბორზიევი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 21 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ოთხი პირის - ზურაბ გორნაკაშვილის, რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის დაკავება კი 26 დეკემბერს პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. სუს-ის განცხადებით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს. 9 იანვარს ახმეტაში დააკავეს ზურაბ იდოიძე. სუს-ის ინფორმაციით, იდოიძემ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. 22 იანვარს სუს-მა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]