თებერვალი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

სკოლებში ორი უცხო ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება – განათლების სამინისტრო

13:12 - 13 თებერვალი 2018 hits 187

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არჩევითი გახდება. სამინისტროს განმარტებით, ორი უცხო ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება – ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას, მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.

სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ.

„სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს. ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება“, – განაცხადეს სამინისტროში.

გუშინ გაზეთმა „რეზონანსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი ხდება. გაზეთი წერს, რომ ამ ცვლილებას ითვალისწინებს სკოლის საათობრივ ბადესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული სტრატეგია. მასწავლებლების ინფორმაციით, საათობრივ ბადეში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს 18 იანვარს გამართულ თათბირზე გააცნო.

„ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ სკოლების დიდმა ნაწილმა შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას რუსული, ფრანგული და გერმანული ენების სწავლებაზე. შესაბამისად, ამ საგნის პედაგოგთა დიდ უმრავლესობას ან გაკვეთილების რაოდენობა და ანაზღაურება შეუმცირდება, ან, უბრალოდ, სამსახურიდან დაითხოვენ“ – წერს „რეზონანსი“.

გამოცემის ინფორმაციით, ასამდე პედაგოგმა ამ საკითხზე წერილით განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]