weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორის ცენტრში 30 წლის მამაკაცი დაჭრეს

10:07 ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018

გორში, სტალინის ქუჩაზე 30 წლის მამაკაცი დაჭრეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაჭრილი მამაკაცი გამვლელებმა ქუჩაში გვიან ღამით ნახეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადეს, მამაკაცს დაზიანებები ფერდში დანით აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]